Tuesday, June 23, 2009
Saturday, June 20, 2009
უსასრულო მოლოდინი და იმედი..

მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...
Saturday, June 13, 2009

სიყვარული ნარკოტიკს გავს... თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება... ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს, თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე... საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოუკიდებელი ხდები... მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ და ორი წუთით ივიწყებ... თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს იმასვე გრძნობ რასაც ნარკომანი, წამალს რომ ართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის...
.jpg)
ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი.
მე გამიხსენებ სულ ერთი წამი,
შენ გეკუთვნოდა,შენთვის ვარ მკვდარი,
შენი ვიყავი და შენი ვრჩები,
შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები...

ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,რომ აგეშალოს ნერვები
დაგათრობ ღვინით და კოცნით და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით და ბოლოს მოგეფერები.
თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ და მაგრად მოგეწებები
ჯერ გადაგაქცევ ჩემს მონად და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გეტყვი მიყვარხარ ბუხართან მთლად ავენთები
ბუხართან შენი გავხდები ბუხართან მოგეფერები.

მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს, საყვარელო!..მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს,საყვარელო!..მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს,საყვარელო!..მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენსღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეცსაყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი,საყვარელო!..
რატომღაც შენზე მეფიქრება

თუ რაღაცა გინდა იოცნებე და თუ ამ ოცნებას ვერ ისრულებ ეცადე სიზმრებით ისე იცოცხლო როგორც რეალობით ცოცხლობ რადგან სიზმრებში და წარმოსახვაში ადამიანს იმის გაკეთება შეუძლია რასაც რეალობაში ვერ გააკეთებდა .
სიყვარულიც ესეა პატარა ზღაპარია ოცნებაა რომელიც პატარა გულში დიდ ადგილს იკავებს და ისე ღრმად გაგრდძნობინებს რომ თვითონ შენც კი გიყვირს.
რისთვის აქვს ხალხს დაწერილი რომანები ლექსები და ეს საიდან მოდის?თურმე სიყვარული ისეთი გრდზნობაა რომელსაც ადამიანის სრული შეცვლა შეუძლია ან დადებითად ან უარყოპითად მაგრამ ყველას ვისაც უყვარს მისთვის ეს გრძნობა უმნიშვნელოვანესია რადგან ცხოვრების დღის ყველაზე დიდ ნაწილს მასზე ფიქრში ატარებ.ის ხანდახან სევდას გვგრის და ხანადახან სიხარულს გვანიჩებს .
რა არის ცრემლი? ემოცია სიხარულისა ან სევდის გამომხატველი რომელიც აუცილებლად თითქმის ყოველთვის სიყვარულთან არის დაკავშირებული.
სიყვარულიც ესეა პატარა ზღაპარია ოცნებაა რომელიც პატარა გულში დიდ ადგილს იკავებს და ისე ღრმად გაგრდძნობინებს რომ თვითონ შენც კი გიყვირს.
რისთვის აქვს ხალხს დაწერილი რომანები ლექსები და ეს საიდან მოდის?თურმე სიყვარული ისეთი გრდზნობაა რომელსაც ადამიანის სრული შეცვლა შეუძლია ან დადებითად ან უარყოპითად მაგრამ ყველას ვისაც უყვარს მისთვის ეს გრძნობა უმნიშვნელოვანესია რადგან ცხოვრების დღის ყველაზე დიდ ნაწილს მასზე ფიქრში ატარებ.ის ხანდახან სევდას გვგრის და ხანადახან სიხარულს გვანიჩებს .
რა არის ცრემლი? ემოცია სიხარულისა ან სევდის გამომხატველი რომელიც აუცილებლად თითქმის ყოველთვის სიყვარულთან არის დაკავშირებული.
Subscribe to:
Comments (Atom)


