Saturday, June 13, 2009




სიყვარული ნარკოტიკს გავს... თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება... ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს, თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე... საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოუკიდებელი ხდები... მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ და ორი წუთით ივიწყებ... თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს იმასვე გრძნობ რასაც ნარკომანი, წამალს რომ ართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის...


No comments:

Post a Comment