Thursday, July 2, 2009

ის რომ დადიხარ, გრძნობ და გიყვარს ეს სიცოცხლეა ...

ის რომ დადიხარ, გრძნობ, გიყვარს, განიცდი, მოგწონს, არ მოგწონს, ტირი, მხიარული ხარ, თუ უბედური ხარ სიცოცხლეა ... ის რომ ცხვრობ დიდი ბედნიერებაა ... ამ ქვეყანაზე შენ მხოლოდ ერთხელ იბადები და ეს უნდა შეირგო ... უნდა აკეთო ის რაც გინდა რასაც გული გკარნახობს ... ეცადო იყო ის ვინც ხარ და გიყვარდეს ყველა .. ცხოვრება ეს არის შანსი იმისა რომ ისწავლო და იყო ბედნიერი გიყვარდეს და გიხაროდეს ... ყოველდღე რაგაც ახალს სწავლობ ... იძენ მეგობრებს, გყავს შეყვარებული, ჭამ ნაყინს და ხარ მზეზე და ზღვის ნაპირზე, ეს ცხოვრებაა რომელიც ათას სიურპრიზს გვიმზადებს. მართალია ყოველთვის ისე არაა როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ზოგჯერ მოხდება სასწაული და აუცილებლად აგისრულდება ის რაც შენ გინდა ... იოცნებე სულ ყველგან და ყოველთვის და გჯეროდეს რომ ოცნებები სრულდება ... თუ ამის არ გჯერა მაშინ შეგიძლია არაფრის დაიჯერო ... ცხოვრებას პირველ რიგში რაღაცის გაკეთების იმედით ვუყურებთ ... დაწერე დღიური და წაიკითხე 3 ან 4 წლის შემდეგ და რაზეც მაშინ ტიროდი ახლა გაიცინებ ... აუცილებლად გახსოვდეს და ყოველთვის იცოდე ფული ყველაფერი არაა... მთავარია გიყვარდეს გრძნობდე და განიცდიდე :)

No comments:

Post a Comment