Wednesday, July 1, 2009

ალბათ გამოვა რამე


ახლა მარტო ვარ კარია გარეთ,
ანათებს მკრთალად ფოსფორის მთვარე
როდესმე მოვა ნამდვილი ღამე,
როდესმე ალბათ მოხდება რამე,
ვიღაც ნამდვილი შემოვა გულში,
და აღარ ვიტკვი: ეს იყო გუშინ!...
იქნება დღეს და იქნება ხვალე,
ჩამოხსნის ციდან ფოსფორის მთვარეს.
მე ნამდვილ მთვარეს მაჩუქებს ვინმე,
ნამდვილ ვარსკვლავებს ამინთებს ცაზე,
როდესმე მოვა ლამაზი ღამე,
როდესმე ალბათ გამოვა რამე

No comments:

Post a Comment