Showing posts with label ალბათ გამოვა რამე. Show all posts
Showing posts with label ალბათ გამოვა რამე. Show all posts

Wednesday, July 1, 2009

ალბათ გამოვა რამე


ახლა მარტო ვარ კარია გარეთ,
ანათებს მკრთალად ფოსფორის მთვარე
როდესმე მოვა ნამდვილი ღამე,
როდესმე ალბათ მოხდება რამე,
ვიღაც ნამდვილი შემოვა გულში,
და აღარ ვიტკვი: ეს იყო გუშინ!...
იქნება დღეს და იქნება ხვალე,
ჩამოხსნის ციდან ფოსფორის მთვარეს.
მე ნამდვილ მთვარეს მაჩუქებს ვინმე,
ნამდვილ ვარსკვლავებს ამინთებს ცაზე,
როდესმე მოვა ლამაზი ღამე,
როდესმე ალბათ გამოვა რამე